ტრამპს მიაჩნია, რომ მექსიკის კედლის მშენებლობით არალეგალური მიგრაცია შეწყდება
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
არალეგალი მიგრანტების თემას დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ეხმიანება და მისი შეჩერების გზებზე საუბრობს. თეთრი სახლის ლიდერს მიაჩნია, რომ ამ პროცესების შესაჩერებლად გამოსავალი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დროული დასრულებაა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს.
„....თუ ეს დასრულდება არალეგალური მიგრაცია შეჩერდება. ეს არის რეალური პასუხი. ჩვენ განვაგრძობთ კედლის მშენებლობას!“, - განმარტა დონალდ ტრამპმა.
....If this is done, illegal immigration will be stopped in it’s tracks - and at very little, by comparison, cost. This is the only real answer - and we must continue to BUILD THE WALL!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 25, 2018
მანამდე შეერთებული შტატების პირველმა პირმა განაცხადა, რომ მიგრანტების დეპორტაცია სასამართლო პროცესის გარეშე უნდა მოხდეს. მისი თქით, აშშ-ში ბევრი ბავშვი მშობლების გარეშე ჩადის.
ოფიციალური ინფორმაციით, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის ძალაში შესვლიდან აშშ-ში მიგრანტების 83%-ი მშობლის ან კანონიერი მეურვის გარეშე ჩავიდა.
დონალდ ტრამპმა 20 ივნისს აშშ-ში ჩასული უკანონო მიგრანტებისთვის შვილების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. პოლიტიკოსებისა და ადგილობრივების ერთიანი ზეწოლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ოჯახის წევრთა დაშორება განკარგულებით აკრძალა.





