Reuters: სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ კანდიდატებმა განაცხადეს, რომ იარაღის მიწოდება არ მოხდება სერბეთიდან საბრძოლო მოქმედებების ზონებში, მათ შორის დასავლელი შუამავლების მეშვეობით, რომლებიც იარაღს უკრაინას გადასცემენ - „სტუდენტური სიის“ წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებიან
მსოფლიო

AFP
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ კანდიდატებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა საბრძოლო კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებას არ განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი მოძრაობის ლიდერების განცხადებებზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, იარაღის მიწოდება არ მოხდება „სერბეთიდან საბრძოლო მოქმედებების ზონებში, მათ შორის დასავლელი შუამავლების მეშვეობით, რომლებიც იარაღს უკრაინას გადასცემენ“.
„სტუდენტური სიის“ წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებიან.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ მოსკოვზე სერბეთის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ახალი მოძრაობა განიხილავს არა პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეკონომიკურ აუცილებლობად.





