ემანუელ მაკრონი: სოციალური ქსელები ჩვენს დემოკრატიას აზიანებს
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
AFP
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მარსელში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სოციალური ქსელები დემოკრატიას აზიანებს და მათ „ყველაზე ცუდი რაღაცების მობილიზების ინსტრუმენტები“ უწოდა.
მაკრონის თქმით, 17 ოქტომბრის არეულობების დროს სოციალურმა ქსელებმა ითამაშეს მთავარი როლი ძალადობის წახალისებაში.
„ისინი [სოციალური ქსელები] გამოიყენეს, განსაკუთრებით 17 ოქტომბერს, რათა ახალგაზრდები თუ შედარებით ასაკოვანი ადამიანები დანაშაულის, თავდასხმებისა და ძარცვის ადგილებზე მიეყვანათ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე და დასძინა, რომ დღეს შეინიშნება „დიდი აღრევა, მუდმივი აღგზნებადობის ფორმა და ძალადობით აღტაცება“.
ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკამ და საზოგადოებრივმა წესრიგმა გაუძლო „საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშეც“.
თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება „აკრძალვა ან ტაბუდადებული თემა არ არის“.





