ტრამპი: ვინც არჩევნების გაყალბებას გამოავლენს, 1 მილიონ დოლარს მიიღებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც გასული არჩევნების ან მომავალი 2026 წლის შუალედური არჩევნების გაყალბების ფაქტს გამოავლენს, ჯილდოს სახით 1 მილიონ დოლარს მიიღებს.
მისი განმარტებით, აღნიშნული თანხა გაიცემა მას შემდეგ, რაც გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების დაკავება და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოხდება.
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გასულ არჩევნებში ან მომავალ 2026 წლის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების გაყალბების შესახებ განაცხადებს, დანაშაულის ჩამდენთა დაკავებისა და მსჯავრდების შემდეგ 1 000 000 დოლარს მიიღებს!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.





