imedi
დაბინძურებული გარემოს გამო ყოველწლიურად 1,7 მილიონი ბავშვი კვდება
მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WHO-ს ინფორმაციით, დაბინძურებული გარემოს გამო ყოველწლიურად 1,7 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვი კვდება. ანგარიშს გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.
მონაცემების მიხედვით, 1 თვიდან 5 წლამდე დაღუპული ბავშვებიდან, ყოველი მეოთხის სიკვდილის მიზეზი დაბინძურებული გარემოა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების სიკვდილის გამომწვევ დაბინძურებულ გარემოს ქმნის შეუმოწმებელი წყალი, დაბალი ხარისხის ჰიგიენა, სანიტარიის სიმცირე, დაბინძურებული გარემო სახლში და მის გარეთ.
ბავშვების სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საერთო მიზეზია დიარეა, მალარია და პნევმონია. - "დაბინძურებული გარემო მომაკვდინებელია, განსაკუთრებით - პატარებისთვის, - განაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა.





