06 მარტი 2017, 20:36
imedi
ზამბიაში პროდუქტების დარიგებისას, ჭყლეტაში 8 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო

გაზიარება
ზამბიის დედაქალაქ ლუსაკში, გაჭირვებულებისთვის პროდუქტების დარიგების დროს, ჭყლეტაში 8 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჰუმანიტარული დახმარება სპორტულ კომპლექსში რიგდებოდა, სადაც ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 35 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
მსოფლიო ბანკის ცნობით, ზამბიის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.





