06 მარტი 2017, 18:12
პაატა კუპატაძე
Torino-ს თავდამსხმელმა 7 წუთში 3 გოლი გაიტანა
მსოფლიო
გაზიარება
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ Torino-ს ფორვარდმა ანდრია ბელოტიმ ახალი რეკორდი დაამყარა.
7 წუთსა და 15 წამში მან პალერმოს კარში 3 გოლი გაიტანა. პირველი ბურთი ბელოტიმ მეტოქის კარში თავური დარტყმით შეაგდო, შემდეგ კი Palermo-ს კარი საჯარიმო დარტყმებით აიღო. შეხვედრა ტორინოს გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.





