06 მარტი 2017, 12:25
imedi
ლავროვი და მამედიაროვი მთიანი ყარაბაღის საკითხს განიხილავენ
მსოფლიო

სერგეი ლავროვი
გაზიარება
რუსეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და ელმარ მამედიაროვი დღეს შეხვდებიან. სხვა საკითხებთან ერთად, მთიანი ყარაბაღის პრობლემაც განიხილება, - იუწყება აზერბაიჯანის მედია.
მამედიაროვი ლავროვის მიწვევით მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
"მოლაპარაკებების დროს მინისტრები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკვანძო საკითხებს და მთიანი ყარაბაღის პრობლემასაც", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.





