ნათია ჩაჩავა
ერდოღანი გერმანიას ნაცისტური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი გერმანიას ნაცისტური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს განცხადება სტამბოლში, მმართველი პარტიის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, - იუწყება Reuters.
ერდოღანის მტკიცებით, გერმანიის მთავრობამ თურქეთის მთავრობის წევრებს, კიოლნის კულტურულ ცენტრში აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
პრეზიდენტის მტკიცებით, თურქეთის ხელისულების წარმომადგენლები გერმანიაში მცხოვრებ თურქ მოქალაქეებს უნდა შეხვედროდნენ. „გერმანიას დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, მან უნდა იცოდეს, რომ მისი ამჟამინდელი ქმედებები არაფრით განსხვავდება ნაცისტური პერიოდის რეჟიმისგან", - განაცხადა ერდოღანმა.





