ყოფილი პროკურორი: შესაძლოა Trump Tower-ში რუს აგენტს უსმენდნენ
მსოფლიო

ტრამპ თაუერი
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი მთავარი პროკურორი მაიკლ მაკეისი დონალდ ტრამპს ეთანხმება, რომ Trump Tower-ში ტრამპის სატელეფონო ზარებს, შესაძლოა, მართლაც უსმენდნენ. ამის შესახებ მაკეისმა ტელეკომპანია ABC-ს განუცხადა.
თუმცა, ყოფილი მთავარი პროკურორის აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბარაკ ობამას ბრძანებით უსმენდნენ. მაკეისის აზრით, მოსმენებზე ნებართვა სასამართლომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცა.
მაიკლ მაკეისი იმ მიზეზზეც ლაპარაკობს, რაც ფარული მოსმენის საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო. მისი თქმით, საბაბი Trump Tower-ში რუსეთის აგენტის შესაძლო ყოფნა იყო.
მაიკლ მაკეისი შტატების მთავარ პროკურორად, უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მუშაობდა.
დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში გუშინ დაადანაშუალა და ამ საკითხის შესახებ Twitter-ზე პოსტიც გამოაქვეყნა.
Terrible! Just found out that Obama had my "wires tapped" in Trump Tower just before the victory. Nothing found. This is McCarthyism!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 4, 2017





