imedi
ისრაელში მარიხუანის დეკრიმინალიზება მოხდა
მსოფლიო

თელ-ავივი ისრაელი
ისრაელის მთავრობამ მარიხუანის დეკრიმინალიზების გადაწყვეტილება მიიღო, - წერს Jerusalem Post-ი.
ახალი კანონის თანახმად, პირველად დაკავებული მომხმარებელი პატიმრობის ნაცვლად ჯარიმას (270 დოლარი) გადაიხდის, მეორე ჯერზე - ჯარიმის ფასი გაორმაგდება, მესამედ დაკავების შემთხვევაში მას შეიძლება რეაბილიტაცია დაუნიშნონ, ასევე ჩამოართმევენ მართვის მოწმობას ან იარაღის ტარებაზე ლიცენზიას. მხოლოდ მეოთხე შემთხვევის დროს აღიძრება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
ისრაელი ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზება მოხდა. მარიხუანის სამედიცინო მიზნებით გამოყენების შესწავლის თვალსაზრისით ისრაელი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში.
ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 25 ათას ადამიანს აქვს სამედიცინო მარიხუანის მიღების უფლება. ბევრ მათგანს ონკოლოგიური ან ფსიქიკური დავადება აქვს.





