9 დღეში მოსული 45 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა
მსოფლიო

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ბოლო 9 დღის განმავლობაში მოსულის დასავლეთ ნაწილი 45 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰალა ჯაბერის თქმით, დასავლეთ მოსულიდან წამოსულთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება, მხოლოდ უკანასკნელი 9 დღის მანძილზე სახლ-კარი 7619 ოჯახმა (45 ათას 714 ადამიანმა) დატოვა.
Number of people displaced 4m #West_Mosul are increasingly rapidly. In the last 9 days alone 7,619 families (45,714 individuals) displaced. pic.twitter.com/2FxYjV608i
— Hala Jaber (@HalaJaber) March 5, 2017
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ მოსულში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ინფორმაცია "წითელმა ჯვარმა" გაავრცელა.
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქ მოსულის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებისგან გასათავისუფლებლად, სპეცოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ოპერაციის შედეგად, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი ტერორისტებისგან სრულიად გაათავისუფლეს, დასავლეთ ნაწილის დასაკავებლად კი სამხედრო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება.





