imedi
სომხეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
მსოფლიო

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. პოლიტიკურ ძალებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება დღეიდან 31 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.
ეს არჩევნები სომხეთისთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალი პარლამენტი 2018 წლიდან ქვეყნის მართვას ჩაუდგება სათავეში.
სომხეთის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2018 წელს სერჟ სარგსიანისთვის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის.
პარლამენტში მოსახვედრად 10-მდე პარტია და პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბრძანებას ხელი 2016 წლის 29 დეკემბერს მოაწერა.





