imedi
ტრამპი: ობამა ჩემ სატელეფონო საუბრებს უსმენდა
მსოფლიო

ბარაკ ობამა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედი ბარაკ ობამა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. ტრამპმა ობამა Twitter-ზე გააკრიტიკა.
"საშინელებაა! ახლა გავიგე, რომ ობამა სატელეფონო საუბრებს უსმენდა "ტრამპ-თაუერში" ჩემი გამარჯვების წინ. ვერაფერი იპოვა. ეს მაკარტიზმია!" - დაწერა ტრამპმა და ეს ფაქტი ცნობილ უოტერგეიტის სკანდალს შეადარა.
Terrible! Just found out that Obama had my "wires tapped" in Trump Tower just before the victory. Nothing found. This is McCarthyism!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 4, 2017
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგი იურისტი ამ ინფორმაციას სასამართლოში გამოიყენებდა, ხოლო ობამა ცუდი კაცია ან სულაც არანორმალური.
ტრამპმა დასძინა, რომ ტელეფონებს ოქტომბერში უსმენდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენია.
7 თებერვალს, მოქმედმა პრეზიდენტმა ობამასთან კარგი ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა.
მაკარტიზმი - აშშ-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობაა, რომელსაც სენატორ ჯოზეფ მაკარტის გვარი შეარქვეს. მოძრაობა გამოიხატებოდ ანტიკომუნისტურ განწყობებსა და მემარცხენე იდეების გულშემატკივრების და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებში.
უოტერგეიტის სკანდალი - პოლიტიკური სკანდალია, რომელსაც აშშ-ის 37-ე პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომა მოჰყვა.





