04 მარტი 2017, 16:36
ია შათირიშვილი
ირანმა რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С300 გამოსცადა
მსოფლიო
ირანი
გაზიარება
ირანმა რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С300 გამოსცადა, იუწყება TACC.
რაკეტის სატესტო გაშვება სამხედრო წვრთნების ფარგლებში მოხდა, რომელიც „დამავანდის“ სახელით ტარდება. გამოცდას ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
С300 მიწოდებაზე მოსკოვსა და თეირანს შორის შეთანხმება 2007 წელს გაფორმდა, თუმცა საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიწოდება 2010 წელს გაეროს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესების გამო შეჩერდა. კონტრაქტის პირობები გასული წლის ნოემბერში შესრულდა. მისი ღირებულება მილიარ დოლარამდეა.





