04 მარტი 2017, 18:20
პაატა კუპატაძე
ტრამპმა შესაძლოა მოსკოვთან გარიგება გადადოს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
გაზიარება
დონალდ ტრამპმა საკუთარ მრჩევლებს აცნობა, რომ რუსეთთან ტერორიზმთან ბრძოლის შეთანხმების ხელმოწერა შესაძლოა დროებით გადადოს, - ამის შესახებ Associated press იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენა რუსეთთან დაკავშირებულმა სკანდალმა იქონია. ტრამპის ადმინისტრაციის წევრები მოსკოვთან ფარულ კავშირებში არაერთგზის ამხილეს.





