imedi
ჰაიტის ყოფილი პრეზიდენტი რენე პრევალი გარდაიცვალა
მსოფლიო

რენე პრევალი
ჰაიტის ყოფილი პრეზიდენტი რენე პრევალი 75 წლისა გარდაიცვალა, - იუწყება Reuters-ი.
ჰიტის ისტორიაში, პრევალი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც დემოკრატიული არჩევნები მოიგო, თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე იმუშავა და მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება მემკვიდრეს.
თავის მმართველობის დროს, ის ინფრასტრუქტურას ავითარებდა და მიწის რეფორმას ატარებდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, მას ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში, დესპოტიზმსა და კორუფციაში არ ადანაშაულებდნენ.
განათლებით აგრონომი იყო. პირველად პრეზიდენტის თანამდებობა 1996 წელს დაიკავა, მისი თანამებრძოლის ჟან-ბერტრან არისტიდის შემდეგ, და მასვე გადასცა ხელისუფლება 2001 წელს. სამ წელიწადში არისტიდი დაამხეს.
2006-2011 წლებში პრევალი კვლავ ჰაიტის პრეზიდენტი იყო. 2010 წლის 12 იანვარს ჰაიტიში ტრაგედია მოხდა, მიწისძვრა, რომელმაც 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.





