გერმანიის სკოლის დირექტორმა მუსლიმებს ლოცვა აუკრძალა
მსოფლიო

იოჰანსენ რაუს სახელობის გერმანული სკოლის დირექტორმა მუსლიმ მოსწავლეებს სასწავლებელში ლოცვა და სხვა რიტუალების ჩატარება აუკრძალა. საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საჯარო ლოცვა სხვა მოსწავლეებზე პროვოცირებას ახდენს და რელიგიისა და თავისუფლების მხრივ, კონფლიქტს წარმოქმნის. ამის შესახებ გამოცემა Der Westen- ი წერს.
გიმნაზიის საბჭომ აკრძალვის თაობაზე წერილი ქალაქის ადმინისტრაციაში გაგზავნა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის თქმით, წერილის ფორმულირება უხეში იყო და ამიტომაც გადაწყვეტილებას ჯერ არ მიიღებენ, თუმცა სკოლას აბსოლუტური უფლება აქვს მსგავსი ნორმა დააწესოს, თუ რელიგიურ რიტუალებს „პროვოკაციული მანერა“ ექნება.
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდ ჯგუფებს წარმოადგენენ სირიის, ავღანეთის, ერაყის, ალბანეთის და ერიტრეის მოქალაქეები.
ლტოლვილების თემასთან დაკავშირებით, იანვარში, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგან შოიბლემ აღიარა, რომ 2015 წელს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ლტოლვილების მასობრივ დაშვებაზე, შეცდომა იყო.





