03 მარტი 2017, 19:49
imedi
ყაბარდო-ბალყარეთში ზვავის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო

გაზიარება
ყაბარდო-ბალყარეთში, იალბუზის მწვერვალის მახლობლად მდებარე მთა ჩეტეგზე ზვავი ჩამოწვა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 2 დაღუპულსა და ერთ დაშავებულზე. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 2 ქალი და 2 კაცია.
ჩეტეგი ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მარშრუტია და მასზე განთავსებულია სამთო-სათხილამურო სპორტის ცენტრი.





