ქალების შრომა 10 ტრილიონად შეაფასეს
მსოფლიო

ქალების შრომა, რომელიც გამოიხატება ბავშვებზე ზრუნვაში, ავადმყოფის მოვლაში, საკვების მომზადებაში, სახლის დალაგებაში, შეიძლება 10 ტრილიონ დოლარად შეფასდეს, - მიიჩნევს სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam.
ეს გარდაუვალი შრომა ქალებს უზღუდავს განათლების მიღებას, კარიერულ წინსვლას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
მსოფლიოში ისეთ შრომას, რომელიც თანხით ანაზღაურდება, 700 მილიონჯერ მეტად მამაკაცები ასრულებენ, ვიდრე ქალები.
Oxfam-მა მდგომარეობის გამოსასწორებლად მთელი კომპლექსი შეიმუშავა. მათი აზრით, უნდა გაიზარდოს უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებები. ასევე უნდა გააქტიურდეს პროპაგანდა გენდერული თანასწორობის შესახებ.





