ია შათირიშვილი
აფეთქების საფრთხის გამო ბრიუსელში ევაკუაცია გამოაცხადეს
მსოფლიო
ბრიუსელი
აფეთქების საფრთხის გამო ბრიუსელში ცენტრალურ კვარტალში ევაკუაცია გამოაცხადეს. მოსახლეობას ტერორიტიის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც პოლიციამ ერთ-ერთ მანქანაში გაზის ბალონი აღმოაჩინა.
განგაში მანქანის მფლობელის ვინაობის გამო გამოცხადდა. სპეცსამსახურებიც ცნობით, ის ისლამისტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ავტომობილმა ყურადღება კანონდარღვევის გამოც მიიქცია. პოლიციამ ის შუქნიშანზე წესის დარღვევის გამო ზედიზედ ორჯერ გააჩერა. თუმცა მძღოლმა საბარგულის გახსნაზე უარი განაცხადა. შემთხვევის ადგილზე გამნამღველები გამოიძახეს. მანქანის მძღოლი დაკავებულია.
სამართალდამცველების განცხადებით, მანქანაში დეტონატორი არ აღმოუჩენიათ. სააგენტო Reuters-ის ცნობით, კი რაიონის ალყაში მოქცევის შემდეგ ორი აფეთქების ხმა გაისმა. ბელგიის ხელისუფლებას ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაერთვება თუ არა გამოძიებაში ანტიტერორისტული ქვედანაყოფი.





