imedi
ტრამპმა გენპროკურორი რუსეთთან საეჭვო კავშირების ბრალდებისგან დაიცვა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გენპროკურორ ჯოზეფ სეშნს „სრულად“ ენდობა. ამერიკულმა მედიამ სეშნსი რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა, - წერს სააგენტო Reuters-ი.
ვირჯინიის შტატში სიტყვით გამოსვლის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ სეშნს ენდობა და "მან არ უნდა მიიღოს მედიის მთელი დარტყმა რუსეთსა და თეთრ სახლის შორის თითქოს არსებულ კავშირებზე". თუმცა, ტრამპმა აღნიშნა, რომ გენპროკურორისა და რუსეთის ელჩის კონტაქტის შესახებ არაფერი იცოდა.
Washington Post-ის ინფორმაციით, შარშან სეშნსი კისლიაკს ორჯერ ელაპარაკა. გაზეთი იუსტიციის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის კონგრესში, სეშნსის კანდიდატურის განხილვისას, მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი რუსეთის წარმომადგენლებთან, რაზეც მან უარყოფითად უპასუხა და კონგრესს დაუმალა კისლიაკთან კავშირის შესახებ.





