02 მარტი 2017, 23:57
ვენაში ერაყელი დევნილები ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს
მსოფლიო

გაზიარება
ავსტრიის დედაქალაქ ვენის რაიონულმა სასამართლომ რვა ერაყელი ლტოლვილი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო APA ავრცელებს.
მათ ავსტრიის კანონით, 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მოსამართლემ განმარტა, რომ ძალიან ცოტა შემამსუბუქებელი გარემოება იყო. კერძოდ, მხოლოდ ორმა ბრალდებულა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაული მხოლოდ ერთმა აღიარა.
ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.





