imedi
სირიის არმიამ პალმირას ისტორიული მხარე აიღო
მსოფლიო
პალმირა სირია
სირიის ჯარის ქვედანაყოფები, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“, ისტორიული ქალაქის, პალმირას გათავისუფლებას აგრძელებენ. ვიდეოს სააგენტო Ruptly ავრცელებს.
SANA-ს ცნობით, სირიის არმიამ ტერორისტებისგან ანტიკური ქანდაკებების ტერიტორია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები უკვე გაათავისუფლა.
27 თებერვალს სირიის ჯარის ქვედანაყოფებმა, თავიანთ მოკავშირე უშიშროების ძალებთან ერთად, ტერორისტები, პალმირას რეგიონში არსებულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან 939,5 მ. სიმაღლიდან გააძევეს.
10 თვის განმავლობაში ჯიჰადისტებმა პალმირაში ისტორიული მნიშვნელობის უამრავი ძეგლი გაანადგურეს. პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეყვანილი. კონფლიქტის დაწყებამდე ქალაქს ყოველწლიურად 150 ათასი ტურისტი სტუმრობდა.





