imedi
ბელარუსსა და რუსეთში შესვლა 1 მლნ. 700 ათას ადამიანს აეკრძალა
მსოფლიო

ბელარუსსა და რუსეთში შესვლა 1 მილიონ 700 ათას ადამიანს აეკრძალა. მათგან 300 ათასი უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას, ბელარუსიის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩზე დაყრდნობით, ვებ-გვერდი TUT.BY ავრცელებს.
1 მილიონ 700 ათასკაციან შავ სიაში, მხოლოდ რუსეთის მხრიდან, 1 მილიონ 500 ათასი ადამიანია შეყვანილი.
მოსკოვმა და მინსკმა შავი სიის შექმნის ვალდებულება ერთმანეთის წინაშე, ხელშეკრულებით, 2015 წლის ბოლოს დააფიქსირეს. ხელშეკრულება, რუსეთ-ბელარუსს შორის გახსნილი საზღვრის სარგებლობის უფლებას, ე.წ. შავ სიაში შეყვანილ ადამიანებს არ აძლევს.
გასულ თვეში ბელარუსის შსს-ის პრეს სპიკერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცხოელებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ 10-14 დღის განმავლობაში შეეძლებოდათ. თებერვალშივე ბელარუსმა 80-მდე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი დაიწყო.





