ჯუზეპე კონტემ იტალიის პრემიერობაზე უარი თქვა
მსოფლიო
იტალიაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. იურისტმა ჯუზეპე კონტემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ უთანხმოების გამო პრემიერობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
კონტემ თავის გადაწყვეტილების შესახებ იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკის პოსტზე 82 წლის პაოლო სავონას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
იტალიის პირველმა პირმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მატარელამ იურისტ ჯუზეპე კონტეს მთავრობის ფორმირება 23 მაისს დაავალა. იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა.





