საფრანგეთში ისევ არეულობაა - პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
მსოფლიო

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
საფრანგეთში ისევ არეულობაა. პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. რესპუბლიკის მოედანზე დაწყებული მსვლელობა ერის მოედნის მიმართულებით გაგრძელდა, სადაც დემონსტრანტებმა სანაგვე ურნებს წაუკიდეს ცეცხლი, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პარალელურად, კონკორდის მოედანზე ყვითელ ჟილეტიანების მჯდომარე აქცია გაიმართა. სამართალდამცველებმა მოძრაობის საკოორდინაციო კომიტეტის ორი წევრი დააკავეს.
საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა ქალაქ ლიონშიც, სადაც, ბოლო მონაცემებით, თერთმეტი ადამიანია დაკავებული. არეულობა და პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა ლილეშიც. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს. აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. საერთო ჯამში დაკავებულია 232 ადამიანი.





