imedi
ფრანსუა ფიიონის ცოლი დააკავეს
მსოფლიო

ფრანსუა და პენელოპე ფიიონები
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრემიერ მინისტრის ფრანსუა ფიიონის ცოლი პენელოპა ფიიონი დააკავეს. ინფორმაციას Mediaparat Twitter-ზე აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტი ელენ სალვი წერს, რომ "პენელოპა ფიიონი დაკავებული. მიმდინარეობს ჩხრეკა".
Info @mediapart : Penelope #Fillon est en garde à vue. Perquisition en cours. Source proche LR. (cc @michel_delean)
— Ellen Salvi (@ellensalvi) March 1, 2017
«Пенелопа Фийон задержана. Проходит обыск», — написала журналист издания Эллен Сальви.
გაზეთ Le Figaro-ს წყაროს ცნობით, პენელოპა ფიიონი სახლშია.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას არ ჩამოშორდება. მან, ასევე, თქვა, რომ სასამართლოსგან უწყება მიიღო და 15 მარტს უნდა გამოცხადდეს სხდომაზე. ფიიონი არ გამორიცხავს, რომ სხდომაზე მას ბრალი წაუყენებენ.
საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ პენელოპა ფიიონის წინააღმდეგ გამოძიება 25 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატს და ყოფილ პრემიერმინისტრს იმაში ადანაშაულებენ, რომ ცოლი და შვილები ფიქტიურად დაასაქმა და ხელფასის სახით ბიუჯეტის ფულს უხდიდა. ფიიონი ბრალდებებს უარყოფს.





