მსროლელთა ასოციაციის ყრილობაზე ტრამპმა იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე ილაპარაკა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Twitter
დონალდ ტრამპი მსროლელთა ეროვნული ასოციაციის (NRA) ყოველწლიურ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება დალასში გაიმართა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
სიტყვით გამოსვლისას თეთრი სალის ლიდერმა განმარტა, რომ გახშირებული თავდასხმების ფონზე „დემოკრატიული პარტიის“ წევრები იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას შეეცდებიან. ამ მხრივ ტრამპმა პარალელი გაავლო დიდ ბრიტანეთთან და დასძინა, რომ უმკაცრესი რეგულაციების მიუხედავად ლონდონში თავდასხმებს ცივი იარაღით მაინც აწყობენ.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა 2015 წლის პარიზის ტერაქტიც გაიხსენა. მისი თქმით, თუ საფრანგეთში იარაღის ტარებაზე მკაცრი შეზღუდვა არ იქნებოდა, თავდასხმას ნაკლები მსხვერპლი მოჰყვებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასოციაციის წევრებს ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.





