იტალიაში საპარლამენტო არჩევნებია
მსოფლიო

საარჩევნო უბანი, იტალია
ფოტო: shutterstock.com
დღეს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველი გადაწყვეტილებას ადგილობრივი დროით 07:00-დან 23:00-მდე დააფიქსირებს. ამის შესახებ BBC წერს.
4 მარტის საპარლამენტო არჩევნები იტალიაში წინა არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის ახალი, Rosatellum-ის სახელით ცნობილი სისტემის მიხედვით გაიმართება.
მანდატების 37% ადგილობრივ ოლქებზეა დამოკიდებული და გამარჯვებული ხმების უბრალო უმრავლესობის მქონე კანდიდატი გახდება. დანარჩენი 63% კი საიდუმლო პროპორციული სიებით გადანაწილდება.
იტალიის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია (დეპუტატების პალატა და სენატი) და ის 945 დეპუტატით დაკომპლექტდება. მათგან 630 პალატაში და 315 სენატში გადანაწილდება.
იტალიის არჩევნებში რამდენიმე პარტია და 10-მდე საარჩევნო კოალიცია მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე მეტი მანდატის მოპოვებას კი Forza Italia-ს, ქვეყნის ოთხგზის პრემიერმინისტრის - სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკურ გაერთიანებას უწინასწარმეტყველებენ.
არჩევნებში მონაწილეობს მატეო რენცის დემოკრატიული პარტიაც. პოლიტიკური ბლოკის სიიდან იყრის კენჭს მოქმედი პრემიერმინისტრი პაოლო ჯენტილონიც.
The Termometro Politico poll-ის მიერ იტალიაში წინასაარჩევნო კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
- ფორცა იტალია - 15.9 %;
- ჩრდილოური ლიგა და იტალიის ძმები (Lega Nord, Fratelli d'Italia) - 14.8 %;
- ჩვენ და იტალია (Noi con l'Italia) - 1.8 %;
- დემოკრატიული პარტია - 21.3 %;
- თავისუფლების და სამართლიანობის პარტია - 5.3 %;
- + ევროპა (Piu' Europa) - 2.6 %;
- სამოქალაქო საზოგადოების პარტია (Lista Insieme) - 0.6 %;
- ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა (Movimento 5 Stelle) - 26.3 %;
- სხვა პარტიები - 3.3 %.
იტალიამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე 64 მთავრობა და 28 პრემიერმინისტრი გამოიცვალა.





