ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
მსოფლიო

ონდრჟეი კოლარჟი
ფოტო: Getty Images
ჩეხეთის პარლამენტის წევრის ონდრჟეი კოლარჟის განცხადებით, ევროპელებს რუსეთის ეშინიათ.
თავისი განცხადების დასტურად მან ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივების შესახებ მიმდინარე დისკუსია მოიყვანა.
„როდესაც ჩვენ რუსეთის გაყინულ აქტივებს განვიხილავთ, შიშით ვმოქმედებთ. გასული ექვსი წლის განმავლობაში მე რუსებს მიზანში ვყავდი. არაფერი არ ხდება. რუსები არაფერს გააკეთებენ. ისინი გვპარავენ ჩვენ, ევროპელებს. რამდენიმე ევროპული კომპანია რუსეთში გაიძარცვა. ისინი ჩვენს ფულს, აქტივებს იპარავენ“, - განაცხადა ჩეხმა დეპუტატმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ლატვიის პრემიერ-მინისტრის ანდრის კულბერგსის განცხადებას, რომ ევროპელებს სიმამაცე არ ჰყოფნით, კოლარჟმა განაცხადა: „არა, ჩვენ გვეშინია. ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას“.





