ბერლინში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა იმართება
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი ემანუელ მაკრონი
ფოტო: Reuters
ბერლინში დღეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა იმართება. ინფორმაციას DW ავრცელებს.
30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი მასპინძლობენ.
გერმანიაშია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფიც შეუერთდებიან.
მათი მთავარი პრიორიტეტი უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის გაღრმავება, მყარ მშვიდობაზე ერთიანი პოზიციის შემუშავება და მრავალმხრივი მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის მომზადებაა.





