პუტინი: ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე პასუხი მეტად მტკივნეული იქნება
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმას რუსი სამხედროები „მეტად მტკივნეულ პასუხს გასცემენ“.
„მივიჩნევ, რომ ჩვენი საპასუხო მოქმედებები მეტად მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდთან დაკავშირებით გააკეთა“, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისათვის, დღეს უკრაინამ დრონებით რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ყირიმის ხიდი, რომელსაც რუსეთისთვის როგორც სიმბოლური, ისე ლოგისტიკური მნიშვნელობა აქვს, უკრაინული ძალების მხრიდან არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.





