19 ნოემბერი 2026, 16:47
დონალდ ტუსკი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე: ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან
მსოფლიო

დონალდ ტუსკი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრას გამოეხმაურა.
„ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, დღეს ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი დაამტკიცეს.
სამმხრივ შეხვედრამდე ტრამპმა პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა.





