სი ძინპინმა, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც გაეროს რეფორმირების, ნავთობპროდუქტების წარმოების გაზრდის და ბირთვული რისკების შემცირების საკითხებს ეხება
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინი დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ქალაქ შენჟენში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია დაამტკიცეს. დოკუმენტის ტექსტს ჩინური მედია ავრცელებს.
დეკლარაცია ოთხი პუნქტისგან შედგება და ისეთ საკითხებს ეხება, როგორებიცაა გაეროს რეფორმირება, ნავთობპროდუქტების წარმოების გაზრდა და ბირთვული რისკის შემცირება:
1. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა - ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა აიღეს ვალდებულება გაატარონ გაეროს რეფორმა, რათა ორგანიზაციამ გლობალურ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს და შეესაბამებოდეს თავის ძირითად მისიას - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
2. სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობის გადამუშავებული პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის სასარგებლოდ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ენერგომომარაგების სტაბილური ნაკადების მნიშვნელობა.
3. სახელმწიფოთა სამმა მეთაურმა აღიარა, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოების თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფოთა თანამდებობის პირების იმუნიტეტის პატივისცემას. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა ორგანოებმა საკუთარი იურისდიქცია ბოროტად არ უნდა გამოიყენონ.
4. სახელმწიფოთა სამმა მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ასეთი ომი არასდროს არ უნდა დაიწყოს. სამი ქვეყანა გამართავს დიალოგს ბირთვული რისკის შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე.





