მაკრონი: თუ მარინ ლე პენი უკრაინისთვის დახმარების სრულად შეწყვეტას გადაწყვეტს, ის ევროპაში ჩვენს იზოლაციას გამოიწვევს
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Reuters
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ის საფრანგეთს იზოლაციაში მოაქცევს.
„თუ მარინ ლე პენი უკრაინისთვის დახმარების სრულად შეწყვეტას გადაწყვეტს, ევროპაში ჩვენს იზოლაციას გამოიწვევს. ის საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებს“, - აღნიშნა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა ლე პენი იტალიის პრემიერ მატეო სალვინის შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე მზადაა უკრაინას უღალატონ. მაკრონმა უკრაინის მიტოვებასა და რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა ტრამპის ადმინისტრაციაც და განცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მხარეს ყოფნა აირჩია.





