27 ოქტომბერი 2026, 17:01
რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის
მსოფლიო

ალექსანდრე ნოვაკი
ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის.
როგორც ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რუსეთმა აშშ-ში დიზელით დატვირთული სამი ტანკერი უკვე გააგზავნა.
ნოვაკის თქმით, რუსეთი მზადაა ევროპასაც მიაწოდოს საწვავი, თუ ევროპულ ქვეყნებს ასეთი სურვილი გაუჩნდებათ.
„ ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ. ჩვენ ყოველთვის საიმედო მიმწოდებლები ვიყავით“, - აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.





