The Telegraph: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვს
მსოფლიო

ალის ვაიდელი
ფოტო: Getty Images
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც ვაიდელი მიიჩნევს, გაერთიანებაში მიღების პროცესი ეროვნულმა პარლამენტებმა და მთავრობებმა უნდა გადაიბარონ.
მემარჯვენე პოლიტიკოსი ამბობს, რომ, თუ რეორგანიზაცია არ განხორციელდება, მისი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „დექსიტს“, ანუ ევროკავშირიდან გასვლას მოითხოვს.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ვაიდელის მიერ წარდგენილი გეგმა, ფაქტობრივად, ევროკავშირის არსებული სახით დაშლას ნიშნავს.
ინიციატივა ითვალისწინებს ევროკომისიის უფლებამოსილებების მკვეთრ შეკვეცას, ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს არბიტრაჟით ჩანაცვლებასა და ბრიუსელის ბიუჯეტში გერმანიის შენატანების შემცირებას.





