21 ოქტომბერი 2026, 10:27
სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება
მსოფლიო

სტივ უიტკოფი
ფოტო: AP
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სტივ უიტკოფს სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
მანამდე ტრამპის სპეცწარმომადგენელმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და სამშვიდობო შეთანხმება იყო.





