საფრანგეთის სენატის წევრი: უცხოური ჩარევის მიზანი მხოლოდ მცდარი ინფორმაციის გავრცელება არ არის, საბოლოო მიზანი შესაძლოა მთელი ქვეყნის არჩევნებზე გავლენის მოხდენა და ამომრჩეველთა პოტენციური გადაწყვეტილებების შეცვლაც იყოს
მსოფლიო

საფრანგეთის სენატის წევრი, საგარეო და თავდაცვის კომიტეტის წევრი, რაშიდ ტემალი აცხადებს, რომ უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა იცავს ქვეყნის დემოკრატიას.
„უცხოური ჩარევის მიზანი მხოლოდ მცდარი ინფორმაციის გავრცელება არ არის, საბოლოო მიზანი შესაძლოა მთელი ქვეყნის არჩევნებზე გავლენის მოხდენა და ამომრჩეველთა პოტენციური გადაწყვეტილებების შეცვლაც იყოს.
სწორედ ამიტომ დღეს ჩვენს წინაშე დგას დემოკრატიის დაცვის საკითხი. ეს კანონპროექტი აუცილებელია, გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ, რადგან ამ პროცესებში სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორებიც მონაწილეობენ“, - აღნიშნა რაშიდ ტემალმა.
საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.





