დონალდ ტრამპი: მსოფლიოს 59 ქალაქში ტრიუმფალური თაღია. პარიზის ტრიუმფალური თაღი შეშლილი რადიკალი მემარცხენეების ალყაშია, ამიტომ ასეთი თაღი მსოფლიოს მხოლოდ 58 ქალაქშია დარჩენილი
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსოფლიოს 59 ქალაქში ტრიუმფალური თაღია აღმართული.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ასეთი თაღი ვაშინგტონში არ არის.
თუმცა, მისი თქმით, პარიზში მდებარე ტრიუმფალური თაღი შეშლილმა რადიკალმა მემარცხენეებმა ხელში ჩაიგდეს, შესაბამისად, როგორც ტრამპი წერს, ქალაქების რაოდენობა, სადაც ტრიუმფალური თაღია, 58-მდე შემცირდა.
„მსოფლიოს 59 ქალაქში ტრიუმფალური თაღია. ვაშინგტონი ერთადერთია, რომელსაც ასეთი თაღი არ აქვს. პარიზში ტრიუმფალური თაღი შეშლილი რადიკალი მემარცხენეების ალყაშია, ამიტომ ასეთი თაღი მსოფლიოს მხოლოდ 58 ქალაქშია დარჩენილი“, - დაწერა ტრამპმა.





