საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: კომენდანტის საათის დაწესებამ ხელი შეუწყო იმას, რომ გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა
მსოფლიო

სებასტიან ლეკორნუ
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის რიგ ქალაქებში დაწესებულმა კომენდანტის საათმა ხელი შეუწყო იმას, რომ გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა.
„წერტილოვანი კომენდანტის საათის დაწესებამ ხელი შეუწყო იმას, რომ გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. მადლობას ვუხდი პოლიციელებსა და ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც კომენდანტის საათის წესების დაცვაზე იზრუნეს, ასევე პრეფექტებს მობილიზებისთვის.
დღეს საღამოს კომენდანტის საათი კვლავ დაწესდება იმ ადგილებში, სადაც ვითარება ამას საჭიროებს. შესაბამის გადაწყვეტილებებს ადგილზე, მერებთან კოორდინაციით, პრეფექტები მიიღებენ“, - დაწერა ლეკორნუმ.





