ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხიც წამოჭრა და ეჭვქვეშ დააყენა, ინარჩუნებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობის მხარდაჭერას მიმდინარე ომის ფონზე.
„ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება“, - განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინაში საომარი მდგომარეობა მოქმედებს, რაც უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.





