16 ოქტომბერი 2026, 09:18
ირანის პრეზიდენტი ერევანში ჩავიდა
მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი
ფოტო: IRNA
გაზიარება
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ერევნის ზვართნოცის აეროპორტში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
პეზეშკიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის COP17 მუშაობაში.
პეზეშკიანს ერევანში ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.





