რუსეთის ვიცე-პრემიერი: 2022 წლიდან დღემდე რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებს 320.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსები მიაწოდა - რისი მიღებაც ევროპელ კოლეგებს სურთ, იმ მოცულობას ვაწვდით
მსოფლიო

ალექსანდრ ნოვაკი
TASS
2022 წლიდან დღემდე რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებს 320.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსები მიაწოდა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.
ნოვაკის თქმით, ეს მაჩვენებელი აღემატება ამერიკული მხარის მიერ ადრე დასახელებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ევროპის დანახარჯები რუსულ ენერგომატარებლებზე 250 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
„რაც შეეხება 2026 წელს, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 9 თვეში ევროპაში უკვე მიწოდებულია 21.3 მილიარდი დოლარის ენერგორესურსები. ანუ, სანქციებით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, იმ ცალკეული მიმართულებებით, რომლებიც გამონაკლისის სახით დაიშვა, ენერგორესურსების მიწოდება კვლავ გრძელდება“, - აღნიშნა მან.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს.
„ბოლო წლებში ევროკავშირში ექსპორტის წილი ჩვენი მიზეზით არ შემცირებულა. თუმცა, რისი მიღებაც ევროპელ კოლეგებს სურთ, იმ მოცულობას ვაწვდით“, - დასძინა ნოვაკმა.





