უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 12 ოქტომბრის საღამოს რუსეთის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, რის გამოც საჰაერო განგაში დროულად ვერ გამოცხადდა
მსოფლიო

უკრაინული მედია
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 12 ოქტომბრის საღამოს რუსეთის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, რის გამოც საჰაერო განგაში დროულად ვერ გამოცხადდა.
„22:10 საათზე მტერმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონზე დარტყმა განახორციელა, სავარაუდოდ, 6 ბალისტიკური რაკეტით. ბალისტიკური სამიზნეები რადიოლოკაციურმა საშუალებებმა უშუალოდ კიევზე თავდასხმის დროს აღმოაჩინეს. მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მიზეზები დგინდება“, - ნათქვამია საჰაერო ძალების ოფიციალურ განცხადებაში.
ორშაბათს საღამოს კიევში აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ქალაქის მერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დნეპრის რაიონში რაკეტა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა.
დესნიანსკის რაიონში კი რაკეტა 4-სართულიან სასაწყობო შენობას დაეცა.





