06 ივლისი 2026, 14:21
The Guardian: გოტლანდი რუსეთის პოტენციური სამხედრო შეჭრისთვის ემზადება
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
შვედეთის კუნძული გოტლანდი, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს, რუსეთის პოტენციური სამხედრო შეჭრისთვის ემზადება.
The Guardian-ის ცნობით, კუნძულის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, მასზე თავდასხმის რისკი მაღალია. პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით, შვედეთმა სამოქალაქო თავდაცვის ინიციატივები გააძლიერა და ახალწვეულების აქტიური გადამზადება დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ შვედეთის 2025-2030 წლების თავდაცვის გეგმაში, გოტლანდზე მოულოდნელი თავდასხმა იმ შვიდ შესაძლო სიტუაციის ნუსხაშია, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.




