15 ნოემბერი 2026, 17:09
მედია: ისრაელის დაზვერვამ აშშ გააფრთხილა, რომ ირანი ტრამპზე თავდასხმას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ამზადებდა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
ისრაელის დაზვერვამ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გააფრთხილა, რომ ირანს დრონების გამოყენებით დონალდ ტრამპისა და ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა მოსადს ინფორმაციის გადამოწმება სთხოვეს, რის შემდეგაც მათგან დადასტურებული ცნობები მიიღეს. მოსადის დირექტორი რომან გოფმანი ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ჯონ რეტკლიფს შეხვდა.





