05 ივლისი 2026, 14:31
ჩინეთი და რუსეთი საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ჩინეთი და რუსეთი, ივლისში, ქალაქ ცინდაოს მახლობლად საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, რასაც წყნარ ოკეანეში ერთობლივი საზღვაო პატრულირება მოჰყვება. ინფორმაციას Bloomberg-ი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლება ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილია და მისი მიზანი უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრა და რეგიონული მშვიდობის შენარჩუნებაა.




