რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი გარდაიცვალა
მსოფლიო

სერგეი ივანოვი
ფოტო: TASS
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ივანოვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ივანოვი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო. 1981-1991 წლებში ის უშიშროების კომიტეტში მუშაობდა, ხოლო შემდეგ, 1998 წლამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში საქმიანობდა.
1998-1999 წლებში ივანოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2001 წელს ივანოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრი გახდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2007 წლამდე იკავებდა. 2011-2016 წლებში ივანოვი ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ იყო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში.




